Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია თბილისში გაიმართება


ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 8 მაისს თბილისში გაიმართება 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია. თბილისში დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინიც. საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ პირველ მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჯილდოების მსგავსი ცერემონია საქართველოში პირველად ჩატარდება. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ლაშა ტალახაძე 9 804 ხმით აღიარეს 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად. დაჯილდოების ცერემონიის საორგანიზაციო საკითხების განსახილველად პირველ მარტს, სამინისტროში გაიმართა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელების შეხვედრა.

XS
SM
MD
LG