Accessibility links

უკრაინის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ანტიკორუფციული სასამართლოს შესაქმნელი კანონმდებლობა


უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას. ამ ნაბიჯს ითხოვდნენ საპროტესტო ჯგუფები და ქვეყნის მოკავშირეები უცხოეთში. კანოპროექტს პირველ მოსმენაზე 282-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 1 მარტს. კენჭისყრამდე პარლამენტის სპიკერმა, ანდრეი პარუბიმ მოუწოდა დეპუტატებს მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის და დასძინა, რომ მისი ტექსტის შეცვლა შესაძლებელი იქნება მეორე და საბოლოო მოსმენამდე. ევროკავშირის ლიდერები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისგან ითხოვენ ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ შარშან შედგენილ სიაში უკრაინა 180 ქვეყნიდან 130-ე ადგილზე იყო.

XS
SM
MD
LG