Accessibility links

თალიბანის ბომბების საწარმოებელ ობიექტთან დააკავეს გერმანიის მოქალაქე


ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურებმა გერმანელი მამაკაცი დააკავეს ბოლო რეიდის დროს, რომელიც მათ განახორციელეს სამხრეთის პროვინცია ჰელმანდში, სავარაუდოდ თალიბანის ბომბების საწარმოებელ ობიექტზე. ამ ინფორმაციას ავრცელებენ ავღანეთის ოფიციალური პირები. გავრცელებული ვარაუდით, საქმე ეხება იშვიათ შემთხვევას, როცა ევროპის ქვეყნის მოქალაქე ავღანეთში მეამბოხეების მხარეს იბრძვის. პრინვინციის მთავრობის პრესმდივანმა, ომარ ზუაკმა 28 თებერვალს განაცხადაა, რომ მამაკაცს თან ჰქონდა გერმანიის მოქალაქეობის დოკუმენტები. მისი ინფორმაციით, მამაკაცი 26 თებერვალს დააკავეს, კიდევ ორ სავარაუდო მეამბოხესთან ერთად. ზუაკის თქმით, წინასწარი გამოძიება მოწმობს, რომ ის ტყვე არ არის და მონაწილეობას იღებდა საგზაო ბომბების წარმოებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG