Accessibility links

იუნკერი კოსოვოს მოუწოდებს გადაჭრას საზღვრის უთანხმოება ჩერნოგორიასთან


ევროპის კომისიი პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა კოსოვოს მოუწოდა რატიფიკაცია გაუკეთოს ჩერნოგორიასთან საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას და გააუმჯობესოს ურთიერთობა სერბიასთან. იუნკერი, ევროკომისიის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერ ფედერიკა მოგერინისთან და გაფართოების კომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად, განაგრძობს ტურნეს ბალკანეთის ექვს ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. 28 თებერვალს დელეგაცია კოსოვოში იმყოფებოდა, ეს ასეთი რანგის პირველი ვიზიტი იყო კოსოვოში. ევროკავშირი აცხადებს, რომ საზღვრის შეთანხმება აუცილებელი პირობაა საიმისოდ, რომ კოსოვოს მოქალაქეებმა მის შენგენის ზონაში უვიზოდ შეძლონ მოგზაურობა. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ამ, 2015 წლის შეთანხმებით კოსოვო ტერიტორიას დაკარგავს, თუმცა ამას არ ეთანხმებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები. ჩერნოგორია, რომელსაც შეთანხმება რეტიფიცირებული აქვს, აღიარებს კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას სერბიისგან, რასაც ბელგრადი უარყოფს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG