Accessibility links

ქართველმა წყალბურთელებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური


საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში ქართველმა წყალბურთელებმა ისრაელის ნაკრებს აჯობეს. პირველი თამაში თბილისში 24 თებერვალს გაიმართა, 12:1 დასრულდა და წყვილიდან გასულის ვინაობაც თითქმის გაირკვა. 3 მარტს კი ისრაელის ქალაქ ნეთანიაში საპასუხო შეხვედრაში რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა 11:10 მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. ევროდებიუტი შედგა 2014 წელს და ქართველებმა ბოლო - მე-12 - ადგილი დაიკავეს, 2016 წელს კი 16 მონაწილე ნაკრებს შორის მე-14 ადგილზე გავიდნენ. 2018 წლის ევროპირველობას 14-28 ივლისს ბარსელონა უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG