Accessibility links

ავღანეთის არმიამ სამხედრო ოპერაცია ჩაატარა 15-მდე პროვინციაში


ავღანეთის ნანგაჰარის პროვინციაში აფეთქდა ბენზინმზიდზე დამონტაჟებული ბომბი. 2018 წლის 6 მარტი

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექსტრემისტული დაჯგუფებების, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ სულ მცირე 31 წევრია ლიკვიდირებული ავღანეთის არმიის მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებული საჰაერო და სახმელეთო იერიშების შედეგად. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, დაჭრილია 17 და დაკავებულია 2 პირი. ოფიციალური მონაცემებით, ექსტრემისტების სავარაუდო სამალავების და შეიარაღების საწყობების წინააღმდეგ განხორციელდა სულ მცირე 13 ავიაიერიში. ავღანეთის არმიამ ოპერაცია ჩაატარა 15-მდე რაიონში, მათ შორის ნანგაჰარის, ყანდაარის, ჰელმანდის და ზაბულის პროვინციებში. 6 მარტს აფეთქება მოხდა ავღანეთის ნანგაჰარის პროვინციაში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა ბენზინმზიდზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG