Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები შეაფასებენ საქართველოს მთის კურორტებს


გუდაური
გუდაური

6 მარტს საქართველოს ეწვია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეაფასებს მთის კურორტების მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ექსპერტები განსაზღვრავენ განვითარების მიმართულებებს და მათ შეფასებაზე დაყრდნობით შემუშავდება სამოქმედო გეგმა და დაიწყება მზადება, რომ 2030 წლისთვის საქართველოში ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს პერსპექტივა ცოტა ხნის წინ, ლოზანაში შეხვედრისას განიხილა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, თომას ბახთან და მას მადლობას უხდის სწრაფი რეაგირებისთვის. „2030 წელს საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარება არის უდიდესი პერსპექტივა მთელი ქვეყნისთვის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს სამთო-სათხილამურო კურორტებს და დაიდება იმ მიმართულებების ანალიზი, სადაც ჩვენ გვმართებს მეტი ყურადღების კონცენტრირება და მეტი რესურსის დახარჯვა" - განაცხადა 6 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG