Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ქალების 22% ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას


Georgia -- Rally against women violence. Tbilisi, 25Nov2016
Georgia -- Rally against women violence. Tbilisi, 25Nov2016

6 მარტს გამოქვეყნდა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა, რომელიც 2017 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით ჩაატარეს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. კვლევის თანახმად, საქართველოში შვიდიდან ერთ ქალს განუცდია ოჯახში ძალადობა, 9% ბავშვობაში გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და 20% სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. კვლევის მიხედვით, საქართველოში მამაკაცების 31%-ს და ქალების 22%-ს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. ქალების მეოთხედი და მამაკაცების თითქმის ნახევარი, 42% მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს უნდა დაემორჩილოს მაშინაც კი, თუ მას არ ეთანხმება. ამასთან, 2009 წელთან შედარებით 50%-ით შემცირდა რაოდენობა იმ ქალებისა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა მათი პირადი საქმეა. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოკითხეს 15-დან 64 წლამდე ასაკის 6 006 ქალი და 1 601 მამაკაცი.

XS
SM
MD
LG