Accessibility links

საქართველოს საპატრიარქო: არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს დაუბრუნებენ 7 ან 8 მარტს


საქართველოს საპატრიარქო

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს 7 ან 8 მარტს დაუბრუნებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო. 6 მარტს საქართველოს საპატრიარქომ გაასაჯაროვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისგან, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის გამოგზავნილი საპასუხო წერილი: "გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ მსახურებაში. პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით", - ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.

XS
SM
MD
LG