Accessibility links

ცხინვალის მხარეს ერგნეთის შეხვედრებზე ეგორ კოჩიევი წარმოადგენს


ოსური სააგენტო „რეს“-ის თანახმად, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილედ დაინიშნა ეგორ კოჩიევი, რომელიც ამიერიდან ცხინვალის მხარეს წარმოადგენს "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" ფარგლებში გამართულ - ე.წ. „ერგნეთის შეხვედრებზე“. მანამდე ეგორ კოჩიევს ეკავა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დნესტრიპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „ოფიციალური წარმომადგენლობის“ ხელმძღვანელის თანამდებობა. სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს ეგორ კოჩიევის ბიოგრაფიულ მონაცემებსაც: ის 1969 წელს უკრაინაში დაიბადა. მსახურობდა საბჭოთა არმიაში, „1992-2015 წლებში სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა“-ო, - წერს „რეს“-ი.

XS
SM
MD
LG