Accessibility links

სირიაში რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავის ავარიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა


სირიაში, ჰმეიმიმის სამხედრო-საჰაერო ბაზის მახლობლად ჩამოვარდა რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავი. დაიღუპა მასში მყოფი 32-ვე ადამიანი. რუსეთის მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობას იმის თაობაზე, რომ, წინასწარი ინფორმაციით, 6 მარტს ან-26-მა ავარია განიცადა დაჯდომისას. მასში იმყოფებოდა 26 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. სამინისტროს თანახმად, ავარიის მიზეზი დიდი ალბათობით იყო ტექნიკური გაუმართაობა და რომ არ არის არავითარი ნიშანი, რომ მას ცეცხლი გაუხსნეს.

XS
SM
MD
LG