Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ამჟამად დღის წესრიგში არ დგას


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს და ევროპელი პარტნიორების მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, ამჟამად არ განიხილება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. „მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. ჩვენთვის გასაგებია წუხილი, რომელიც ცალკეულ პარტნიორებს აქვთ და ამ წუხილზე გამოხმაურება იყო ქმედებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა“ - განუცხადა 7 მარტს, ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა. მისი ინფორმაციით, ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო გერმანელ პარტნიროებთან თბილისში, 6 მარტს გამართული შეხვედრები, რომელიც პრევენციული ზომების მიღებას ემსახურებოდა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, 8 მარტს, ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანია დასვამს საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის საკითხს, თუმცა, არ არის საუბარი შეჩერების მექანიზმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.

XS
SM
MD
LG