Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია რამდენიმე სახის ჯარიმას ზრდის


თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერია აპირებს სულ მცირე ხუთჯერ გაზრდილი თანხით დააჯარიმოს ობიექტები, რომლებიც ქართულ ანბანს არ იყენებენ. 7 მარტს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს უგზავნიან კანონპროექტს, რომლის თანახმად, ფიზიკური პირები დღეს დადგენილი 200 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები 300-ის ნაცვლად 3000 ლარით. კახა კალაძის თქმით, ქართულ წარწერებს ბევრ ადგილას არ იყენებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. თბილისის მერმა ზედამხედველობის სამსახურს დაავალა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პირველ აპრილამდე მისცეს ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, შემდეგ კი დაჯარიმება დაიწყოს. კახა კალაძის ინფორმაციით, საჯარიმო სანქციები გამკაცრდება იმ პარტიების წინააღმდეგაც, რომლებიც არჩევნების შემდეგ არ ჩამოხსნიან თავის პლაკატებს. თბილისის მერია ჯარიმის გაზრდას აპირებს უნებართვო ვაჭრობისთვისაც. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობისა და დარღვევისთვის გაფრთხილება მიეცა 500-მდე ობიექტს, მათგან უკვე დაჯარიმდა 272, 120 ობიექტის მიმართ კი ამოქმედდა მშენებლობის შეჩერების დადგენილება

XS
SM
MD
LG