Accessibility links

რუსეთის დუმის სპიკერმა ჟურნალისტ ქალებს ურჩია სამუშაოს შეცვლა


ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, დეპუტატ ლეონიდ სლუცკის მიმართ რამდენიმე ჟურნალისტი ქალის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს სექსუალური შევიწროების შესახებ, სამართლებრივ ჭრილში და უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე განიხილავენ. ვოლოდინი არც იმას გამორიცხავს, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამოთქმული ბრალდებები პროვოკაცია იყოს. ვიაჩესლავ ვოლოდინმა ჟურნალისტ ქალებს ურჩია, თუ დუმაში მუშაობის ეშინიათ, სამუშაო შეიცვალონ. დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრს, ლეონიდ სლუცკის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ ტელეკომაპნია RTVI-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე, ეკატერინა კოტრიკაძე, ტელეკომპანია „დოჟდის“ პროდიუსერი, დარია ჟუკი და ბიბისის ჟურნალისტი, ფარიდა რუსტამოვა. თავად სლუცკიმ ბრალდებას ბოდვა უწოდა. ვითარებაში გარკვევის პირობა დადო ლიბერალ-დემოკრატთა ლიდერმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ.

XS
SM
MD
LG