Accessibility links

საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე "ა" ჯგუფში ითამაშებს


საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიას, იტალიასა და უნგრეთს დაუპირისპირდება. ევროპირველობის წილისყრა დღეს გაიმართა ბარსელონაში და ფინალურ ეტაპზე გასული 16 ქვეყნის ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველო "ა" ჯგუფში მოხვდა. "ბ" ჯგუფში ითამაშებენ მონტენეგრო, მალტა, საფრანგეთი და ესპანეთი, „ცე“ ჯგუფში - ხორვატია, თურქეთი, ჰოლანდია და საბერძნეთი, ხოლო "დ" ჯგუფში - რუსეთი, სერბია, სლოვაკეთი და რუმინეთი. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ზედიზედ მესამედ გავიდა. ევროდებიუტი შედგა 2014 წელს და ქართველებმა ბოლო - მე-12 - ადგილი დაიკავეს, 2016 წელს კი 16 მონაწილე ნაკრებს შორის მე-14 ადგილზე გავიდნენ. ქართველი წყალბურთელები მომავალ ჩემპიონატს უნგრელებთან შეხვედრით გახსნიან. შეჯიბრებას ბარსელონა უმასპინძლებს 14-28 ივლისს.

XS
SM
MD
LG