Accessibility links

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მოწამლული რუსი ოფიცერი კომაშია


სერგეი სკრიპალი

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, რომლებიც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, კომაში არიან - ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება ბრიტანული ტელეკომპანია „სკაი ნიუსი.“ მისი ინფორმაციით, კომაშია პოლიციელიც, რომელიც პირველი მივიდა შემთხვევის ადგილზე. 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში, სკამზე აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ოფიცრის მოწამვლის საქმეს იძიებს დიდი ბრიტანეთის პოლიციის კონტრტერორისტული ქვედანაყოფი. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სერგეი სკრიპალი 2004 წელს დააკავა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით. მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სკრიპალს მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა. 2010 წელს სკრიპალი შეიწყალეს და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად გაცვალეს აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG