Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს მოუწოდა, ქალებს ძალაუფლება მისცენ


ანტონიუ გუტერეში
ანტონიუ გუტერეში

ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის აღსანიშნავად გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, უზრუნველყოს ქალების და მამაკაცების სრული თანასწორობა. გუტერეშის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, კერძო კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში კვლავ დომინანტობენ მამაკაცები, ამიტომ გაერომ თავისი რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია სრული გენდერული პარიტეტი. გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა, ქალებს ძალაუფლება მისცენ. ანტონიუ გუტერეში აღნიშნავს, რომ გაეროს ძალისხმევა მიმართულია სრული თანასწორობის პირობებში ქალების და მამაკაცების ერთობლივი მუშაობის უზრუნველყოფისკენ, რათა ამ გზით შეიტანონ წვლილი ისეთი მსოფლიოს მშენებლობაში, სადაც ქალებსა და მამაკაცებს შორის იქნება სრული თანასწორობა.

XS
SM
MD
LG