Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიონჩანგის პარალიმპურ თამაშებში ორი ქართველი ჩაებმება


პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში მეორედ აღმართეს საქართველოს დროშა. 9-18 მარტს სამხრეთ კორეა ზამთრის პარალიმპურ თამაშებს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ქართველი პარასპორტსმენებიც მიიღებენ. საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიას პარასპორტსმენებსა და მწვრთნელებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს ეროვნული პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული პარალიმპური კომიტეტის წარმომადგენლები.

საქართველოს ზამთრის პარალიმპურ თამაშებში აქამდე მონაწილეობა არასოდეს მიუღია, პიონჩანგში კი მსოფლიოს კონკურენციაში ორი ქართველი პარასპორტსმენი ჩაებმება - თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი სათხილამურო კროსში გამოვლენ.

პარალიმპური თამაშების გახსნის ცერემონიალი 9 მარტს თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG