Accessibility links

იუსტიციის სახლთან პოლიციაა მობილიზებული


პოლიციაა მობილიზებული თბილისის იუსტიციის სახლთან, სადაც აქციას მართავს ორგანიზაცია, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება." აქციის მონაწილეებს გამოფენილი აქვთ ტრანსპარანტები, წარწერებით „დავიცვათ ბავშვები სოდომიის პროპაგანდისგან“ და „აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა.“ 15 საათზე იუსტიციის სახლთან დაგეგმილია ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად და მოთხოვნით, რომ იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავმინიჭებისოპერაციის ცნობას.

XS
SM
MD
LG