Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სახლთან დააკავეს აქციის ერთი მონაწილე


ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერი აქცია. თბილისი, 2018 წლის 8 მარტი
ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერი აქცია. თბილისი, 2018 წლის 8 მარტი

თბილისის იუსტიციის სახლთან, ტრანსგენდერი ქალების უფლებების დამცველების და მათი მოწინაღმდეგეების აქციების მიმდინარეობისას პოლიციამ დააკავა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი. მან კვერცხი ესროლა ლგბტ თემის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს. იუსტიციის სახლთან, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად გამართული აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურის გამარტივება. ამ აქციის დაწყებამდე იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ ორგანიზაციების, „ზნეობის“ და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერთა აქციის ჩატარებას. იუსტიციის სახლთან მობილიზებული იყო ათობით პოლიციელი.

XS
SM
MD
LG