Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკი მიესალმა საქართველოს მზადყოფნას უვიზო რეჟიმის გამართულად მუშაობისთვის


გიორგი მარგველაშვილი და დონალდ ტუსკი. ბრიუსელი, 2018 წლის 8 მარტი
გიორგი მარგველაშვილი და დონალდ ტუსკი. ბრიუსელი, 2018 წლის 8 მარტი

ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა გამართულად იმუშაოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმმა. 8 მარტს ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყანაა და ევროკავშირი ძალიან აფასებს საქართველოს კონსტრუქციულობას და აქტიურ დახმარებას გასული წლის სამიტის წარმატებით გამართვაში. „ამ კონტექსტში ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი, მათ შორის, საქართველოს მთავრობის პრაგმატული წინადადებები მზარდ მიგრაციასთან და ევროკავშირთან თანამშრომოლობასთან დაკავშირებით“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

XS
SM
MD
LG