Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: ევროპა და საქართველო კიდევ უფრო დაახლოვდნენ


„ნამდვილად მივაღწიეთ შედეგებს ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის სახით. ამ გზით ევროპა კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. „თანამშრომლობის მჭიდრო ფორმატი გვაქვს და მჯერა, რომ მომავალში ის კიდევ უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველომ ევროკავშირთან თანამშრომლობა უნდა განავითაროს და დახვეწოს. ბრიუსელში ჩატარებულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროპული მომავალი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

XS
SM
MD
LG