Accessibility links

კალაძე აცხადებს, რომ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტზე პირდაპირი შესყიდვა არ განხორციელებულა


თბილისის მერმა კახი კალაძემ დღეს განაცხადა, რომ სიცრუეა განცხადებები, თითქოს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტზე პირდაპირი შესყიდვა განხორციელდა. „ეს იყო გამარტივებული შესყიდვა, სადაც კონკრეტულ პროექტზე ჩატარდა სამხარაულის ექსპერტიზა, თანხობრივად შეფასდა პროექტი, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, შეირჩა რამდენიმე კომპანია“ - თქვა თბილისის მერმა. მანვე დასძინა, რომ ხელოვნებათმცოდნეებს და რესტავრატორებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში. მანამდე "ტფილისის ჰამქარის" წარმომადგენელმა, ცირა ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის კომპანიები, რომლებიც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებენ, ნდობას არ იმსახურებენ. მისი თქმით, პროცესი დაგვიანებულია, რადგან გუდიაშვილის მოედანზე 11 წლის განმავლობაში 3 შენობა დაინგრა და ის ითხოვს მერიამ სპეციალისტები მონიტორინგის პროცესში ჩართოს.

XS
SM
MD
LG