Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეფერხება მოიხსნა საქართველო-თურქეთის საზღვარზე


სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, თურქეთის მხარე
სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, თურქეთის მხარე

საქართველო-თურქეთის საზღვარზე აღარაფერი აბრკოლებს 30-მდე საქართველოს მოქალაქის ქვეყანაში დაბრუნებას. როგორც აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა ალექსანდრე დავითაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გუშინ საღამოს თურქეთის საბაჟოზე წარმოიქმნა ტექნიკური ხასიათის პრობლემა, რის გამოც მებაჟეები ვეღარ ამოწმებდნენ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თურქეთის რესპუბლიკაში სავარაუდო დარღვევა უფიქსირდებოდათ. დღეს მთელი დღის განმავლობაში 20 მოქალაქის მონაცემების გადამოწმება და საზღვარზე გამოტარება მოხერხდა, თუმცა ტექნიკური სისტემის ხელმეორედ გათიშვის გამო თურქეთის საბაჟოზე დარჩა საქართველოს 30 მოქალაქე. როგორც აჭარის მთავრობის წარმომადგენელი იტყობინება, 8 მარტს, 21:10 საათზე, თურქეთის მხარეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სისტემამ მუშაობა განაახლა და საქართველოს დანარჩენ 30 მოქალაქესაც, მონაცემთა გადამოწმების შემდეგ, ეტაპობრივად საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა მიეცა. რაც შეეხება სარფის საბაჟოს საქართველოს მხარეს, მოქალაქეების გატარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG