Accessibility links

მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას


საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს იმსახურებს ევროკავშირის და ნატოს წევრობას. ამის თაობაზე მარგველაშვილმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განახლების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით ფორუმზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და სადეზინფორმაციო პროპაგანდას, რომელსაც ადგილი აქვს არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მოლდავეთში, არამედ ევროკავშირშიც. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისგან მომდინარე უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია, მოხდეს საერთო სურათის აღქმა და არა საკითხების განცალკევება რუსეთ-საქართველოსა თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტებად. დისკუსიის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, კატარინა მატერნოვა და კურტ ვოლკერი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში.

XS
SM
MD
LG