Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქს უწოდა „კაგებეს აგენტი“


ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეონოვმა ტელეარხ БНТ-სთან ინტერვიუში „კაგებეს აგენტი“ და რუსეთის „სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა რუსეთის პატრიარქ კირილეს. ბულგარეთის მთავრობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ასეთი კომენტარი მოჰყვა რუსეთის პატრიარქ კირილეს განცხადებას ბულგარეთში ვიზიტის შემდეგ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის გულისწყრომა გამოიწვია ისტორიულმა ინტერპრეტაციებმა ბულგარეთის გათავისუფლების თაობაზე. სიმეონოვის თქმით, 1996 წელს რუსეთის პატრიარქმა რუსეთში შეიტანა 14 მილიარდი დოლარის ღირებულების სიგარეტი. „ეს არ გახლავთ აღმოსავლეთ ევროპელი სასულიერო მირი. ეს არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა კაგებეს მეორეხარისხოვანი აგენტი“, - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა. მანამდე რუსეთის პატრიარქი უკმაყოფილო დატოვა ოსმალეთის უღლისაგან ბულგარეთის განთავისუფლების 140-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიებაზე ბულგარეთის პრეზიდენტის, რუმენ რადევის სიტყვამ. კირილეს აზრით, რადევმა სათანადოდ არ აღნიშნა რუსეთის როლი ოსმალეთის იმპერიაზე. ბულგარეთის პრეზიდენტმა საზეიმო სიტყვაში მადლობა გადაუხადა მრავალ სახელმწიფოს, რომელთა წარმომადგენლებიც მსახურობდნენ ბულგარეთის განმათავისუფლებელ რუსეთის არმიაში: რუსებს, რუმინელებს, ფინელებს, უკრაინელებს, ბელორუსებს, პოლონელებს, ლატვიელებს, სერბებსა და ჩერნოგორიელებს. რუსეთის პატრიარქის განცხადების ტონმა უკმაყოფილო დატოვა ბევრი ბულგარელი.

XS
SM
MD
LG