Accessibility links

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები


„რაგბი ევროპა 2018-ზე“ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გასვლითი თამაში გამართა რუსეთში და მასპინძლები დაამარცხა ანგარიშით 29:9. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ მორაგბეებს ოთხიდან ოთხი მოგება აქვთ და ტურნირში ლიდერობენ. მომდევნო შეხვედრას 18 მარტს ქართველი მორაგბეები თბილისში გამართავენ რუმინელებთან, რომლებიც ტურნირში მეორე ადგილზე იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG