Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრი აპირებს საიმიგრაციო წესების გამკაცრებას


ჰორსტ ზეეჰოფერი კიევში, მაიდანზე 2017 წლის 25 მაისს
ჰორსტ ზეეჰოფერი კიევში, მაიდანზე 2017 წლის 25 მაისს

გერმანიის ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ლიდერი, ჰორსტ ზეეჰოფერი, რომელიც კოალიციური მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრს პოსტს დაიკავებს, მიგრანტებისა და კანონდარღვევი თავშესაფრის მაძიებლების წინააღმდეგ ახალი პოლიტიკის შემუშავებას აპირებს.რამდენიმე გერმანული გამოცემის თანახმად, ზეეჰოფერმა უკვე გამოაცხადა ახალი გეგმის შესახებ, რომელიც ქვეყანაში დააჩქარებს თავშესაფრის მიღებისა და დეპორტაციის პროცედურებს. მისი თქმით მკაცრი ზომები გატარდება თავშესაფრის იმ მაძიებელთა წინააღმდეგ, რომლებიც კანონის დამრღვევებად და დამნაშავეებად ითვლებიან. კოალიციური მთავრობისა მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრი ემხრობა გერმანიიდან დეპორტაციის რაოდენობის „მნიშვნელოვან გაზრდას“. ამასთან ზეეჰოფერი აღნიშნავს, რომ ასევე საგრძნობლად უნდა შემცირდეს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადას.

XS
SM
MD
LG