Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდამსხმელი მოკლეს ვენაში, ირანის ელჩის რეზიდენციასთან


ირანის ელჩის რეზიდენცია ვენაში
ირანის ელჩის რეზიდენცია ვენაში

თავდასხმა მოხდა ვენაში, ირანის ელჩის რეზიდენციასთან. საინფორმაციო სააგენტოს DPA-ს ცნობით, გვიან ღამით, დანით შეიარაღებულმა 26 წლის მამაკაცმა მხარში დაჭრა ავსტრიის არმიის ჯარისკაცი, რომელიც რეზიდენციასთან მორიგეობდა. ვენის პოლიციის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ ინსტრუქციის თანახმად, ჯერ გამოიყენა გაზის ბალონი თუმცა, არასაკმარისი ეფექტის გამო იძულებული გახდა ცეცხლსასროლი იარაღიც გამოეყენებინა. დაჭრილი თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. DPA-ს ცნობით, ის ავსტრიის მოქალაქე იყო. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტის გამო ავსტრიის პოლიციამ გააძლიერა ვენაში ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვა.

XS
SM
MD
LG