Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 12 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს შეადგინა 1861.9 მლნ. აშშ დოლარი, რაც 16,2%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. „საქსტატის“ ცნობითვე, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, რომლის წილი 25,9%-ია. მას მოსდევენ თურქეთი(15%), გაერთიანებული სამეფო(13,4%), ნიდერლანდები(12%), ჩეხეთი(7,2%), აშშ(4%), არაბეთის გაერთიანებული საამირო(3,4%), პანამა(2,9%) და ჩინეთი(2,8%). დანარჩენ ქვეყნებზე მოდის საერთო ჯამში 13,4%. რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას, პირველ ადგილზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. მას მოსდევენ საფინანსო სექტორი, მშენებლობა, ენერგეტიკა და უძრავი ქონება.

XS
SM
MD
LG