Accessibility links

საპატრიარქო ვეღარ ასახელებს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების თარიღს


მეუფე შიო მუჯირი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი იმყოფებოდა სოფელ წილკანში, სადაც პირადად მიუსამძიმრა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. „ვართ ძალიან შეშფოთებულები, რომ ამდენხანს გაჭიანურდა ცხედრის გადმოსვენება, ოჯახს არ ეძლევა საშუალება რომ ქრისტიანულად დაკრძალოს და ეს რა თქმა უნდა, ტარგედიაა“ - განუცხადა 12 მარტს, ჟურნალისტებს მეუფე შიო მუჯირმა. მან სახელმწიფოს უდიდესი ჭრილობა უწოდა ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთს. შეკითხვას, ხომ არ ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოს კონტაქტი რუსეთის საპატრიარქოსთან მას შემდეგ, რაც მარტის დასაწისში, რუსეთის პატრიარქმა წერილობით უპასუხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვას, მეუფე შიომ უპასუხა, რომ კონტაქტი აღარ ყოფილა. „მაშინ ითქვა, რომ უახლოეს ხანში მოხდებოდა ცხედრის დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ხერხდება“ - განაცხადა პატრიარქის თანამოსაყრდემ. 4 მარტს, საპატრიარქომ განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თხოვნით, რუსეთის პატრიარქი კირილე ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის საკითხში და ცხედარს „წითელი ჯვარი“ ჩამოასვენებს. 6 მარტს, საპატრიარქომ რუსეთის პატრიარქისგან მიღებულ წერილთან ერთად გამოაქვეყნა ცნობაც, რომლის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს 7 ან 8 მარტს გადასცემდნენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG