Accessibility links

მოგერინიმ უკრაინას შეახსენა ანტიკორუფციული ვალდებულებები


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, ფედერიკა მოგერინი უკრაინას მოუწოდებს მეტი გააკეთოს კორუფციის დამარცხებისთვის და შექმნას ანტიკორუფციული სასამართლო, რაც უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციას წარმოადგენს. ევროკავშირისა და უკრაინის მოქალაქეებს სურთ იხილონ მეტი პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ 12 მარტს, კიევში, პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმერ გროისმანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პარლამენტმა 1 მარტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას, რაც ხშირად ხდება პროტესტის მთავარი მოთხოვნა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებაცაა, რომლებიც უკრაინას ფინანსურ დახმარებას უწევენ. ფედერიკა მოგერინი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომშესაბამისი კანონპროექტი ამ გაზაფხულზე აუცილებლად იქნება მიღებული. 9 მარტს ევროკომისიამ მიიღო მაკრო-ფინანსური დახმარების პროგრამა, რაც 1 მილიარდი ევროს გამოყოფას ჰპირდება უკრაინას ეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმებისთვის. თუმცა ფინანსური დახმარების გაწევა დამოკიდებული იქნება რეფორმების პროცესზე, მათ შორის კორუფციასთან ენერგიული ბრძოლაც იგულისხმება. კორუფციის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით უკრაინა 180 ქვეყანას შორის 130-ე ადგილს იკავებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG