Accessibility links

თბილისის მერია კონტრაქტს უწყვეტს "სი თი პარკ"-ს


თბილისის მერიამ გადაწყვიტა ხელშეკრულება შეწყვიტოს კომპანია „სი თი პარკ“-თან, რომელიც 2007 წლიდან სარგებლობს ექსკლუზიური უფლებებით ავტოტრანსპორტის პარკირების სფეროში. 13 მარტს, თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეთა უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების მიზეზად იქცა. კახა კალაძის ინფორმაციით,„სი თი პარკთან“ ხელშეკრულება შეწყდება 2018 წლის 10 აპრილიდან და პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, შესაბამის ფუნქციებს შეასრულებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია. თბილისის მერიასა და კომპანია „სი თი პარკ“-ს შორის 15 წლიანი ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG