Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მოულოდნელად ჩავიდა ავღანეთში


ჯეიმს მატისი
ჯეიმს მატისი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მატისი მოულოდნელად ჩავიდა ქაბულში, სადაც შეხვდება ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის და მაღალი რანგის ამერიკელ მეთაურებს, მათ შორის გენერალ ჯონ ნიკოლსონს. იუწყებიან, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი "თალიბანის" ზოგიერთ წარმომადგენელსა და ავღანეთის მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაა. 28 თებერვალს, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ "თალიბანს" შესთავაზა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება და დაპირდა, რომ სამხედრო დაჯგუფებისთვის სანქციების გაუქმებაზეც იმუშავებდა, თუ მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმდებიან. უსაფრთხოების მიზნით, ქაბულში ჯეიმს მატისის 13 მარტის ვიზიტი წინასწარ არ გამოცხადებულა. შეერთებული შტატები ახალ რესურსებს დებს იმისათვის, რომ გარდატეხა შეიტანოს ავღანეთში მიმდინარე, თითქმის 16 წლიან ომში. "თალიბანის" მებრძოლები ავღანეთის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და ყოველწლიურად მათთან ბრძოლაში ათასობით ავღანელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. გაეროს ადამიანის უფლებათა საქმეების კოორდინაციის სააგენტოს მიერ 12 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ავღანეთში 30 000 ადამიანი იძულებული გახდა შეიარაღებული კონფლიქტის გამო დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG