Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სი თი პარკი" თბილისის მერიასთან სამართლებრივ ბრძოლას აპირებს


კომპანია „სი თი პარკ“-ის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო თბილისის მერიის გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ, რაც მხოლოდ მერის სატელევიზიო გამოსვლიდან შეიტყვეს. „კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის ერთ-ერთი მხარის არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას“ - განუცხადა 13 მარტს, ჟურნალისტებს „სი თი პარკ“-ის პრესსამსახურის უფროსმა, ლევან ტაბიძემ. მისი ინფორმაციით, კომპანია აპირებს თავისი უფლებები სამართლებრივ ჩარჩოში დაიცვას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში. ლევან ტაბიძის თქმით, „სი თი პარკი“ მოითხოვს საკომპენსაციო თანხასაც. რაც შეეხება თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს, ლევან ტაბიძის ინფორმაციით, ამ საკითხზე სასამართლოში მიმდინარეობს ორი დავა. „მიგვაჩნია, რომ სასამართლო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებთან, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“ - განაცხადა ლევან ტაბიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG