Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბიბილოვმა ისტერია უწოდა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილით გამოწვეულ რეაქციებს

ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გარშემო შექმილი ისტერიის და სპეკულაციების ერთ-ერთი მიზეზია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიმდინარე მწვავე პოლიტიკური ბრძოლა. ბიბილოვმა ჩრდილოეთ ოსეთის საინფორმაციო პორტალს, „მე-15 რეგიონს“ განუცხადა, რომ საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს ქულების მოპოვებას პოპულისტური გამონათქვამებით და აქციებით. ბიბილოვის თქმით, საქართველოში ასეთი ქულების მოპოვება ყველაზე იოლია ნაციონალიზმის თემით, რევანშისტული გამონათქვამებით და ეროვნებათშორისი სიძულვილის გაღვივებით. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებითვე, საქართველოში შექმნილი ისტერიის კიდევ ერთი წყაროა დასავლელი კურატორები, რომლებიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს იყენებენ იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთი წარმოადგინონ ადამიანის უფლებების დამრღვევ ოკუპირებულ რეგიონად. ანატოლი ბიბილოვის თქმით, დასავლეთის მედიასაშუალებებს და საერთაშორისო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს არცერთხელ არ დაუგმიათ ოსების მკვლელობა და ოსი ხალხის გენოციდი. ბიბილოვის შეფასებით, საინფორმაციო შეტევის უმთავრესი სამიზნეა რუსეთი, რადგან დასავლეთის პოლიტიკოსები ცდილობენ სწორედ რუსეთი წარმოაჩინონ აგრესორად და ოკუპანტად.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG