Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოუწამლავს ყოფილი ჯაშუში და მისი ქალიშვილი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო ბრალდება, რომ მოსკოვი დგას ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ბრიტანეთში მოწამვლის უკან. ლავროვმა ასევე მიანიშნა, რომ არ შესრულდება ბრიტანეთის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მოსკოვმა 13 მარტს, დღის ბოლომდე უნდა განმარტოს, როგორ იქნა გამოყენებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სკრიპალისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმისათვის. „ჩვენ, რასაკვირველია, მოვისმინეთ ულტიმატუმი“, განაცხადა ლავროვმა, რითაც მიანიშნა ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ განსაზღვრელ ვადაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ 12 მარტს განაცხადა, „დიდია ალბათობა“, რომ რუსეთი დგას სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობის უკან. ლავროვის თქმით, ბრიტანეთი არ მოქმედებს სათანადო პროცედურების გათვალისწინებით, როცა გამოდის ბრალდებით ქიმიური იარაღის მეშვეობით თავდასხმის მოწყობის შესახებ. 66 წლის სკრიპალისა და მისი 33 წლის ქალიშვილის, იულიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა 4 მარტს მათი მოწამვლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG