Accessibility links

საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილ გუნდს მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განახლებულ რეიტინგში, რუსეთის ნაკრების სტუმრად დამარცხების (29:9) შემდეგ, 0,34 ქულა დაემატა, მაგრამ ეს არ ეყო თუნდაც ერთი პოზიციით დასაწინაურებლად. ბორჯღალოსნებს 73,8 ქულა აქვთ და 1,86 ქულით ჩამორჩებიან მე-11 ადგილზე მყოფ იაპონიას, უახლოეს მდევარ ტონგას კი 1,93 ქულით უსწრებენ.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია მსოფლიოს ჩემპიონი ახალი ზელანდია, ევროპიდან კი ყველაზე მაღლა - მეორე ადგილზე - ირლანდია დგას, რომელმაც გასულ შაბათს ექვსი ერის გათამაშების ჩემპიონის ტიტული გაინაღდა, ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG