Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობამ განაახლა ავიადარტყმები ქალაქებზე, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ


სირიის მთავრობამ განაახლა ავიადარტყმები სამხრეთში მდებარე დერაას რამდენიმე ქალაქზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ეს ცნობა მეამბოხეებმა გაავრცელეს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ასეთი დაბომბვა მიმართული იქნებოდა რუსეთ-ამერიკის დეესკალაციის ზონის წინააღმდეგ. მეამბოხეების წრეებიდან ორი წყარო იუწყება, რომ დაბომბილ დასახლებებს შორის არიან ქალაქები ჰრაკი და ბუსრ-ელ-ჰარირი. ეს იყო პირველი ავიაიერიშები მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში დაიდო რუსეთ-ამერიკის შეთანხმება სამხრეთ სირიაში დეესკალაციის ზონების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG