Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნად რექს ტილერსონის ნაცვლად მაიკ პომპეო დაინიშნა


რექს ტილერსონი (მარცხნივ) და მაიკ პომპეო
რექს ტილერსონი (მარცხნივ) და მაიკ პომპეო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნად რექს ტილერსონის ნაცვლად დანიშნა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო, ხოლო ჯინა ჰასპელს დაავალა სადაზვერვო სააგენტოს გაძღოლა. ჰასპელი, რომელიც აქამდე პომპეოს მოადგილე იყო, პირველი ქალია, რომელიც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს უხელმძღვანელებს. ტრამპს არ დაუსახელებია თავისი გადაწყვეტილების მიზეზი. მისი განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ტილერსონი ვაშინგტონში დაბრუნდა აფრიკიდან, სადაც ვადამდე შეწყვიტა თავისი ტურნე. უკვე რამდენიმე თვეა, გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ტილერსონი, რომელიც წარსულში ნავთობკომპანია „ექსონმობილის“ ხელმძღვანელი იყო, შესაძლოა გადაეყენებინათ აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტიდან.

XS
SM
MD
LG