Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი თითქმის 35 პროცენტით გაიზარდა


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 23 აგვისტო 2017 წ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 23 აგვისტო 2017 წ.

2018 წლის ორი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 500 709 მგზავრი, რაც 34.38 %-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (372 619 მგზავრი).

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები აღინიშნა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში.

პირველი ორი თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 433 202 მგზავრს მოემსახურა, რაც 37.54 %-ით (118 231 მგზავრით) მეტია 2017 წლის იანვარ-თებერვალში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე (314 971 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 6.69 %-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 48 890 მგზავრი - 3 064 მგზავრით მეტი, ვიდრე 2017 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 18 129 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 67.06 %-ით (7 277 მგზავრით) მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2018 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 470 რეისით მეტი განხორციელდა, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG