Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შეფასებით, მოსკოვი „სულ უფრო დესტრუქციულ როლს“ თამაშობს ბალკანეთში


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უეს მიჩელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უეს მიჩელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უეს მიჩელის შეფასებით, მოსკოვი „სულ უფრო დესტრუქციულ როლს“ თამაშობს ბალკანეთში, ძირს უთხრის დემოკრატიას ამ რეგიონში. მიჩელმა, რომელიც სახელმწიფო მდივნის მოადგილეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ეს შეფასება გამოთქვა 12 მარტს კოსოვოში ვიზიტისას. „ვხედავთ, რომ რუსეთი სულ უფრო დესტრუქციულ როლს თამაშობს ბალკანეთის უდიდეს ნაწილში დეზინფორმაციის გავრცელებით, დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის ძირის გამოთხრით“, - განაცხადა მიჩელმა. მან კოსოვოს მოუწოდა, გააგრძელოს სერბიასთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი და რაც შეიძლება მალე მოაგვაროს ჩერნოგორიასთან საზღვრის დემარკაციის საკითხი. მიჩელმა პრიშტინაში ვიზიტით დაიწყო რეგიონული ტურნე, რომლის მსვლელობაშიც სტუმრობს ევროკავშირში გაწევრიანებს კანდიდატებს, მაკედონიასა და სერბიასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG