Accessibility links

იან კელი: "მოლაპარაკებებში საჭიროა ისეთი ხალხის მონაწილეობა, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება"


იან კელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩმა იან კელიმ 14 მარტს გამართულ ინტერნეტკონფერენციაზე შეაფასა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი და აღნიშნა, რომ „ჟენევის ფორმატის მოქმედების მანძილზე, სამწუხაროდ, თითქმის ვერ მივაღწიეთ პროგრესს. სინამდვილეში, მთელ რიგ სფეროებში, როგორიცაა: ბორდერიზაცია, ურთიერთობების, ვაჭრობის არარსებობა, ჩვენ უკუსვლის მოწმეები ვართ”. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რეალური პროგრესის მიღწევის სურვილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებაზე დასმულ შეკითხვას აშშ-ის ელჩმა ასე უპასუხა: „ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს, ზოგადად, სწორი ინსტინქტი აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მას და გვსურს დახმარება. გვესმის, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებში საჭიროა ისეთი ხალხის მონაწილეობა, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. ჟენევის მოლაპარაკებებში თქვენ გყავთ ბევრი ადამიანი, რომელსაც სურს პროგრესის მიღწევა, თუმცა, მაინცადამაინც არ გყავთ ადამიანები, ვისაც შეუძლია გარკვეული ტიპის რთული გადაწყვეტილებების მიღება. მოუთმენლად ველით პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობას ამ საკითხზე იმის დასადგენად, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, როგორც ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთ მონაწილეს, დაეხმაროს საქართველოს პროგრესის მიღწევაში“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG