Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ზეწოლაში მინისტრის მოადგილეს ადანაშაულებს


თამარ ბაგრატია
თამარ ბაგრატია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიას განცხადებით, მასზე ზეწოლას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ახორციელებდა. თამარ ბაგრატიას განცხადებით, მინისტრის მოადგილე მისგან მოითხოვდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირის დანიშვნას. ბაგრატიას ინფორმაციით, თანდილაშვილი მასთნ ”ვაიბერით” და სატელეფონო ზარებით ურთიერთობდა და მისთვის სასურველი კადრის დანიშვნისთვის კონკრეტული ვადაც მისცა. თამარ ბაგრატიას განცხადებით, მიმოწერის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა ამისთვის მზად არის. თამარ ბაგრატიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა 14 მარტს დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG