Accessibility links

სულ მცირე 14 მიგრანტი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაიხრჩო ეგეოსის ზღვაში, ნავის ჩაძირვის შედეგად. საბერძნეთის პოლიციის ცნობით, ნავზე, რომელსაც მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთისკენ გადაჰყავდა, 20 კაცი იმყოფებოდა. ნაპირამდე მხოლოდ სამმა ადამიანმა გამოცურა. გადარჩენილების თქმით, ისინი ხის ნავით მოცურავდნენ, რომლის ჩაძირვის მიზეზი მათთვის უცნობია. ევროპის საზღვრის დაცვის სააგენტოს (Frontex) თანახმად, 2017 წელს მნიშვნელოვნად იკლო ევროკავშირში უკანონო მიგრანტების შეღწევის მცდელობამ.2015 წელს ევროკავშირ 1,5 მილიონი მიგრანტი დარეგისტრირდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 204 700 კაც შეადგენდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG