Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველს ადანაშაულებენ სექსუალურ შევიწროებაში


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობა“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ აირჩიოს ზვიად დევდარიანი. მისი კანდიდატურა ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა საქართველოს ომბუდსმენმა. მედიით გავრცელებულ მიმართვაში, „ქალთა მოძრაობა“ აცხადებს, რომ დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. თუმცა, დაზარალებულები ანონიმურობას ამჯობინებენ. თავად ზვიად დევდარიანი მიმართვის ავტორებს „მიზანმიმართულ შანტაჟში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აპირებს სამართლებრივი გზით გააგრძელოს დავა. ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი და კარგად ცნობილი სამოქალაქო აქტივისტია. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG