Accessibility links

საქართველოში ბოლო ორ კვირაში გაიხსნა ოჯახური ძალადობის 11 ფაქტი


აქცია ქალთა ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 11 პირი დააკავა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი იყვნენ ქალები. დანაშაული მოხდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში. ერთ შეთხვევაში საქმე აღიძრა ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე. კიდევ ერთი გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG