Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ითხოვს გერმანიის ყოფილი კანცლერისთვის სანქციების დაწესებას

გერჰარდ შრიოდერი
გერჰარდ შრიოდერი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესოს გერმანიის ყოფილ კანცლერს, გერჰარდ შრიოდერს. კლიმკინმა გაზეთ „ბილდ“-ს განუცხადა, რომ შრიოდერი პუტინის უმნიშვნელოვანესი ლობისტია მთელ მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც 2005 წელს გერჰარდ შრიოდერმა დატოვა გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობა, სათავეში ჩაუდგა პროექტის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ სამეთვალყურეო საბჭოს, შემდეგ კი კომპანიის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის და რუსეთის სახელმწიფო კონცერნის, „როსნეფტ“-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიისკენ გაზსადენის მშენებლობას.

XS
SM
MD
LG