Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები მოითხოვენ უსაფრთხოების სფეროში კომუნიკაციის გაუმჯობესებას სკრიპალის მოწამვლის შემდეგ


ევროკავშირის ლიდერები საგარეოპოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის მიმართავენ მოწოდებით, გაუმჯობესდეს ბლოკის 28 წევრ ქვეყანას შორის სტრატეგიული კომუნიკაცია, კონტრდაზვერვა და კიბერთავდაცვა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გამოყენებულ იქნა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ყოფილ რუს ჯაშუშზე, სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმისათვის. ბლოკის ლიდერები თანხმდებიან, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ იარაღებთან დაკავშირებული საფრთხეების წინაშე, რაც უნდა გულისხმობდეს ევროკავშირის წევრებს შორის, ისევე როგორც ნატოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, - ნათქვამია განცხადების პროექტში, რომელიც ევროკავშირის 22-23 მარტის სამიტისთვის მომზადდა. ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტს საშუალება მიეცა, გაცნობოდა ამ ტექსტს. განცხადების პროექტი არ შეიცავს პირდაპირ ბრალდებას, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა 4 მარტს სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე, თუმცა ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლიდერები „უაღრესად სერიოზულად“ ეკიდებიან გაერთიანებული სამეფოს შეფასებას, რომლის მიხედვითაც, დიდი ალბათობით, თავდასხმაზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG