Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები სამშობლოში ბრუნდებიან


ლონდონი, 2018 წლის 20 მარტი: რუსი დიპლომატები ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ტოვებენ
ლონდონი, 2018 წლის 20 მარტი: რუსი დიპლომატები ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ტოვებენ

ცნობების თანახმად, 20 მარტს ბრიტანეთიდან გაემგზავრა 23 რუსი დიპლომატი, რომელსაც ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით ყოფილი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ. დიპლომატებს, რომელთაც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ „ჯაშუშები“ უწოდა, ერთი კვირა ჰქონდათ მიცემული ბრიტანეთიდან წასასვლელად. ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება მიჩნეულია ევროპაში პირველ ასეთ შემთხვევად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, 20 მარტის დილას სამი ავტობუსი, რომელთაც დიპლომატიური ნომრები ჰქონდათ, გაემგზავრა ლონდონში რუსეთის საელჩოდან. ასევე 20 მარტს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არა აქვს დაგეგმილი ბრიტანეთიდან გაძევებულ დიპლომატებთან შეხვედრა. ყოფილი ორმაგი ჯაშუში, 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია ქალაქ სოლსბერში მოიწამლნენ 4 მარტს, რის შემდეგაც ორივე კვლავაც კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG